ავტოსაგზაო შემთხვევა (სასაფლაოსკენ მიმავალ) ხიდზე დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს "მერსედესი:-ს და "ბი ემ დაბლიუ"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შემდეგ "ბი ემ დაბლიუ"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენ.