ავარია რუსთავი-ფონიჭალის გზაზე

2019-07-22 10:40:51

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალის გზის მონაკვეთზე.

ერთმანეთს "ბეემვე"-სა და "შკოდა"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მაგისტრალზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო.