მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-07-21 23:21:01

22-23 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 22-23 ივლისს +31, +36 გრადუსამდე დაცხება. ხოლო 23 ივლისიდან ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 22-23 ივლისს +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 22 ივლისი +37°C, 23 ივლისი +34°C, 24 ივლისი +35°C, 25 ივლისი +35°C.