რუსთავში, მტკვარში მამაკაცი შენიშნეს

2019-07-22 00:57:38

რუსთავში, მტკვარში მამაკაცი შენიშნეს.

ადგილობრივებმა მდინარეში მამაკაცი დაინახეს და 112-ზე დარეკეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც თევზაობდა, მდინარეში შევიდა და ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

მოსახლეობის თქმით წყლის დონემ მოიმატა და რის გგამოც მამაკაცი შველას ითხოვდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

60 წლამდე მამაკაცი მდინარიდან მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს.