მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

2019-07-21 17:45:48

"ინფო რუსთავს" თოდრიის ქუჩის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.

ადგილობრივების თქმით, თორდრიის 9 ნომერში უკვე სამი დღეა, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა. ანტისანიტარიის გამო, ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან კანალიზაცია ეზოში მოედინება.
მათივე თქმით, სამი დღეა უკავშირდებიან შესაბამის სამსახურს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივები დროულ რეაგირებას და პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ა(ი)იპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელს ზვიად ლაბაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ: "პრობლემასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე არ დაურეკავთ, როგორც ჩანს, რადგან ჩემამდე არ მოსულა, ამხანაგობას ჩვენთვის არ მოუმართავს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გაცემული ინსტრუქტაჟი როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ პრომლემა არის. თუ პრობლემა არის ჭიდან ჭამდე, "რუსთავის წყალი" არ ემსახურება ჭიდან ჭამდე, იმიტომ, რომ არის გამიჯნულ ზოლში, წითელ ზოლშია და მოსახლეობის პრეროგატივაა სენიტის დადგენილებით. ამ შემთხვევაში არსებოობენ კერძო სამსახურები, კერძო პირები და ისინი ემსახურებიან უკვე"