თურქეთში, დუზჯეს პროვინციაში, სოფელ ესმაჰანში წყალდიდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, დაკარგულებიდან 4 მცირეწლოვანია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია და ავტომობილები დააზიანა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული 219 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გადაიყვანილი.