დაკავებული რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს [video]

2019-07-20 20:33:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ა. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. [ვიდეო/video]

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეებს მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულს. ზ.ა.-მ ორ დაზარალებულს, საერთო ჯამში, 2 500 ლარამდე თანხა გამოსძალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება გამოძალვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.