მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-07-19 23:44:14

20-21 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +30,+35 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 ივლისს +31, +36 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 22 ივლისისთვის ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 20-21 ივლისს +36, +38 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 20 ივლისი +36°C, 21 ივლისი +36°C, 22 ივლისი +38°C, 23 ივლისი +36°C.