რუსთავში XVI მიკრორაიონის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2019-07-19 22:24:46

რუსთავში XVI მიკრორაიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა XVI მიკრორაიონის ნაწილს, დაზიანებულია დენის სადენები, ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე. ამ დროისთვის უცნობია ელექტროენერგიის აღდგენის დრო" - "ინფო რუსთავს" "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენელმა განუცხადა.