რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტი განიხილეს.
გაეროს განვითარების სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც მოიცავს ქალაქში ნარჩენების მენეჯმენტს. პროექტი დაიწყო 2 თვის წინ. რუსთავში ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ჩაატარეს მოკვლევა, თუ რამდენად არის ამის მზაობა რუსთავში, აღმოჩნდა რომ რუსთავი ნამდვილად მზად არის.
სექტემბრიდან იგეგმება რუსთავის საჯარო სკოლებასა და მუნიციპალურ ბაღებში დაიდგას სპეციალური შემკრები კონტეინერები, სადაც ბაღის და სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად დაიწყებენ პლასტიკური ნარჩენების შეგროვებას. ამ ყველაფერზე იზუნებენ სპეციალურად გამოყოფილი კომპანიები, რომლებიც მოახდენენ ამ ყველაფრის შეგროვებას, შემდგომ ამ ნარჩენების გადამუშავებას და მეორადი პროდუქციის გამოშვებას.
"დღევანდელი ჩვენი შეხვედრის არსი მდებარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა ამ პროცესის მოდელირება გავაკეთოთ. წინასწარ განვსაზღვროთ ყველა ნაბიჯი, დავინახოთ თუ რამდენად არის მზად ყველა მხარე ამ პროცესში ჩასართავად, როგორც სკოლები და ბაღები, ასევე კომპანიები. მთელი ამ პროცესის მოდელირებას ვაკეთებთ.
შეხვედრას ატარებს გაეროს განვითარების პროგრამის ინოვაციების სპეციალისტი, ორგანიზატორი არის რუსთავის მერიის ინოვაციების აპი" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა რუსთავის მერიის ინოვაციების აპის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ.