ძლიერი მიწისძვრა ათენში

2019-07-19 17:49:03

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ათენის ეროვნულ ობსერვატორიაზე დაყრდნობით უცხოური მედია იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, 23 კილომეტრის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ მაგულასთან დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდას შეადგენდა. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, იყო პანიკა ათენის მოსახლეობასა და ქალაქში ჩასულ ტურისტებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებული იყო მობილური კავშირი და გარკვეულ რაიონებს ცოტა ხნით ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

საქართველოს მოქალაქეებს ამ ეტაპზე საბერძნეთში საქართველოს საკონსულოსთვის არ მიუმართავთ.

უწყების ცნობით, საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინება ჯერჯერობით არ შესულა.

RUSTAVI