უცხოეთში მცხოვრები ქართველის წარმატება

2019-07-19 11:04:24

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახაბერ აბაშიძე დაინიშნა.

აბაშიძემ Disney-ში 2008 წელს დაიწყო მუშაობა, როდესაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში ტელეარხების დისტრიბუციის დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოციზია დაიკავა.

ასევე 2014 წლიდან დღემდე ის Disney-ის მედიადისტრიბუციის განვითარებაზე საბერძნეთში, იტალიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული Disney-ის დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ Fox-ის რუსულ წარმომადგენლობაში მუშაობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.