რუსთაველ მოხუცს 3 დღეა ეძებენ

2019-07-18 17:29:09

რუსთაველ ხანდაზმულ ქალს, 81 წლის ნელი ჯიბლაძეს უკვე მესამე დღეა ეძებენ.

მისი ოჯახის წევრები "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებენ, რომ: - "16 ივლისს, დილით, 11 საათზე 81 წლის ნელი ჯიბლაძე სახლიდან გავიდა, დავით გარეჯის #3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერა და სავარაუდოდ ახალი რუსთავის მიმართულებით წავიდა. მოხუცს ტანთ ეცვა შავი კაბა, ყვავილებიანი პერანგი და თხელი შავი ჟაკეტი."

ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თუ ხანდაზმული ქალი სადმე შეამჩნიეთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 591 969 816 ან დაუკავშირდეთ პოლიციას 112-ზე.

სასურველია, ტაქსის მძღოლმა გულისხმიერება გამოიჩინოს და იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დეტალები მისთვის ნაცნობია, დროულად დაუკავშირდეს ოჯახს.