რუსთავში ლიფტების გაქურდვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული 33 წლის მამაკაცი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში დაკავებულის უფლებადამცველმა ანი კეკენაძემ განაცხადა, ბრალდებული დაკავების მომენტში სტუმრად მეგობართან იმყოფებოდა. ადვოკატი მომხდარს პოლიციის მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს.
"ბრალს არ აღიარებს. დაკავების მომენტში მეგობართან იმყოფებოდა და არაერთი მოწმე ჰყავს. ეს არის პოლიციის მხრიდან დადგმული სცენარი. მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ რუსთავში, დღეში რამოდენიმეჯერ მართლა ტყდება ლიფტები. ამ დანაშაულის გახსნა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხეს და შესაბამისად ეს იყო მარტივი გზა იმისთვის, რომ თუნდაც ის კომპანია, რომელიც ლიფტების თაობაზე გაღიზიანებულია და აწუხებს პოლციას ის დაეწყნარებინათ", - აცხადებს ანი კეკნაძე.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ 33 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
შეგახსენებთ, "ინფო რუსთავმა" ინფორმაცია რუსთავში ლიფტების ძარცვის საქმეზე 1 პირის დაკავებასთან დაკავშირებით გუშინ გაავრცელა.