18-19 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ივლისს +33, +38 გრადუსამდე დაცხება, ხოლო 21 ივლისისთვის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 18-19 ივლისს +35, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 ივლისი +35°C, 19 ივლისი +34°C, 20 ივლისი +35°C, 21 ივლისი +36°C.