რუსთავში ლიფტების "სერიული" მძარცველი დააკავეს

2019-07-18 00:07:35

რუსთავის პოლიციამ ლიფტების ძარცვის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი სხვადასხვა მისამართზე (მეგობრობის გამზირი, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, შარტავას ქუჩები, XV, XVII, XX და XXI მიკრორაიონებში) სისტემატიურად ძარცვავდა ლიფტებს. ბრალდებული ლიფტების ქურდობას ერთიდაიგივე ხერხით ახორციელებდა. ღამის საათებში მამაკაცი რკინის ხელკეტით აზიანებდა თანხისთვის განკუთვნილ ყულაბას შემდეგ კი გაჰქონდა ხურდები.

დაკავებულს ლიფტის 300-ზე მეტის ყულაბა აქვს გატეხილი, მათ შორის ერთიდაიგივე ლიფტი რამდენჯერმე გაქურდა.

აღნიშნული სქემით ბრალდებული თვეების მანძილზე ძარცვავდა ლიფტებს, ხოლო მის მიერ მოპარული თანხის ოდენობა სავარაუდოდ 5000 ლარს აღემატება.

"ინფო რუსთავთან" ლიფტების კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს რომ გარდა თანხისა რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე ათას შეადგენს დაზიანებულია მოწყობილობები, რომლის გარეშეც ლიფტის ფუნქციონირება შეუძლებელია, მისი შეკეთებას კი დამატებითი თანხები სჭირდებოდა.

ჩვენი ინფორმაციით დაკავებული პირი წარსულში ლიფტების ძარცვისთვის იყო ნასამართლევი.

ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს .