მგზავრები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2019-07-16 23:29:10

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ თბილისში, რკინიგზის სადგურთან ათობით რუსთაველი მიკროავტობუსის მოლოდინშია.

"1 საათი ველოდეთ მიკროავტობუსს და არ მოვიდა, მერე ზოგი ტაქსით წამოვედით, ახლაც იქ დგანან რუსთაველები და მიკროავტობუსს ელოდებიან", - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა.

კომპანია "ინტერტრანში" აცხადებენ რომ მიკროავტობუსები ჩვეული განრიგით მუშაობენ.