რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია.
უკვე 5 დღეა რაც ჩქაროსნულ მაგისტრალზე მძღოლებსა და მგზავრებს საცობში უწევთ ყოფნა.
მას შემდეგ რაც ავტობანის მშენებლობის გამო კომპანიამ საავტომობილო მიმართულება შეცვალა ყოველ საღამოს გზაზე საცობია რაც ქაოსს იწვევს.
ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ რთულდა როდესაც მძღოლები მითითებულ საგზაო ნიშნებს არ ექვემდებარებიან და წესებს არღვევენ.
აღსანიშნავია რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ იმყოფება საპატრულო პოლიცია.
საცობებით შეწუხებული მგზავრები აღნიშნავენ რომ მათ გზაზე ყოფნა ნაცვლად ნახევარი საათისა დამატებით კიდევ 1 საათი უწევთ.
კონკრეტულად როდის დასრულდება გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა უცნობია.