ბესო ტეფნაძე მამუკა ჩიქოვანს პასუხობს.

2017-03-20 19:39:54

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბესო ტეფნაძე „ინფო რუსთავის“ მიერ რამდენიმე დღის წინ, გაშუქებულ თემას ეხმაურება. იგი „მოძრაობა თავისუფლებსთვის - ევროპული საქართველოსთვისწევრების დავით ბაქრაძისა და მამუკა ჩიქოვანის ბრალდებებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სტატუსის მოხსნის შესახებ, პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს. პოლიტიკური პარტიის წევრები, ბოჭორიძეების ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ, მათი და ოჯახის წევრების განცხადებით, ბოჭორიძეების ოჯახს,  რომელიც სოციალურ დახმარებას 11 წლის განმავლობაში იღებდა, სტატუსი მოუხსნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ რომ, სტატუსის შეჩერება, მოქალაქის მიერ საცხოვრებელი მისამართის შეცვლამ გამოიწვია. ბესო ტეფნაძის განცხადებით, ბოჭორიძეების ოჯახს, მისამართის ცვლილების შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ უცნობებია, ამიტომ ოჯახს დაახმარების გაწევა შეუჩერდა. „ოჯახს უნდა ეცნობებინა ერთი თვის განმავლობაში მისამართის ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც მოხდებოდა ახალი ქულის დაწერა, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არ მომხდარა, რადგან ოჯახი ვერ მოიძებნა, შესაბამისად ოჯახს სოცილური დახმარების გაწევა ერთი წლით შეეწყვეტა“.  ბესო ტეფნაძის განმარტებით, განცხადების საფუძველზე ბოჭორიძეების ოჯახს, სოციალური დახმარების არდგენს შესაძლებლობა აქვს.

ქვემო ქართლის რეგიონში ამ დროისთვის 32 000 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარია,  რუსთვში კი სტატუსით 11 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.