კოსტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა.

2016-11-02 18:56:32

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.გზის დაგების სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოეწყო ბორდიურები. მოხდა შენობების გამაგრება, ორნამენტებით მოწყობა და ფასადების შეღებვა.უახლოეს მომავალში დასრულდება სარწყავი სისტემის, ლამპიონებისა და შენობებზე მინათებების სისტემის მონტაჟი.მოეწყობა გაზონებიც.კოსტავას გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს, დღეს ადგილზე  ქალაქის მერი დავით ჯიქია გაეცნო. მან გამზირის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება ერთ თვეში დაანონსა, რის შემდეგაც მისი თქმით, გამზირი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.