პორტუგალიაში 3 ქართველი დააკავეს

2019-07-15 11:12:34

პორტუგალიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უცხოური მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალად დანაშაულებრივ ჯგუფებთან ერთად სახლების გაქურდვა ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველებმა 5 თვის განმავლობაში სულ მცირე 12 სახლი გაქურდეს. ისინი ძირითადად მოქმედებდნენ ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, ბრაგასა და ლისაბონში, იპარავდენ ფულს, ოქროსა და ძვირფას აქსესუარებს.

ვილა ნოვა დე გაიაში აღმოჩენილია ოფისიც, სადაც დაკავებულები მაღალი უსაფრთოების საკეტების გაღებაზე ვარჯიშობდნენ.

ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.