გარე განათების ახალი სისტემა

2019-07-14 13:13:38

"რუსთავსერვის ცენტრის" ტექნიკურმა განყოფილებამ, რუსთავში, კერძოდ მშენებელთა ქუჩაზე და მარის არხის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ახალი სისტემა მოაწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.

გარე განათების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 300 – მდე ახალი სანათი დამონტაჟდა. სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელ ქალაქს მოიცავს.