რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

2019-07-14 09:41:15

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს:

კლდიაშვილის N12-თან წყალსადენისქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით 17:45-დან 20:45-მდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

კლდიაშვილის 10, 12, 14 ნომრებს.

გრანელის ქუჩაზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო 15/07/19 10:00-დან 15/07/19 20:00-მდე.წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

გრანელის, გიორგაძის, ბარნოვის, ჩეხოვის და ჩაპაევის ქუჩებს.