საბურავებით გალამაზებული რუსთავი [photo]

2019-07-13 19:24:22

კვირის ფოტორეპორტაჟი - ძველი საბურავებისგან შექმნილი სხვადასხვა ფორმის დეკორაციები ქალაქის ეზოებში.

"ინფო რუსთავის" ყურადღება, რუსთავში არსებულმა საბურავებით გაფორმებულმა სკვერებმა და ბაღებმა მიიპყრო.

ერთი შეხედვით გამოუყენებელი ნივთის ახალი სიცოცხლე, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე გაალამაზებული და გააფერადებული გარემო.

კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რომ მთავარია მონდომება და სურვილი იმისა რომ შეიქმნა ლამაზი გარემო და ამით სხვასაც მიანიჭო სიამოვნება.

საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ კვირის ტრადიციულ ფოტორეპორტაჟს რუსთავის სკოლებიდან, ბაღებიდან და საცხოვრებელი სახლის ეზოებიდან.