ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა [video]

2019-07-13 00:38:02

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მინივენი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა ავტობანზე ქვეითს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი ჩქაროსნულ მაგისტრალზე ფეხით გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.