რუსთავის ავტობანზე საცობია

2019-07-12 20:15:54

რუსთავი თბილისის მაგისტრალზე, კონკრეტულად კი რუსთავი ფონიჭალის მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობის მიმართულება შეიცვლა.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მძღოლებს შეუძლიათ იმოძრაონ პირდაპირ, მაგისტრალის მარჯვენა მხარეს. სამშენებლო სამუშაოების გამო კი ჩაიკეტა მარცხენა მხარე.

ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, გზაზე ამ დროისთვის საავტომობილო საცობია.