ხმაური საკრებულოს სხდომათა დარბაზში [video]

2019-07-10 18:44:20

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. [ვიდეო/video]

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნანა შატბერაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილს შორის კამათი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ვადებში გაწელვასთან დაკავშრებით დაიწყო.

როგორც ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის წარმომადგენლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების ვადებში ვერ შესრულების თაობაზე უკვე წლებია ერთი და იგივე პასუხი აქვთ, რაც ადგილობრივებისთვის არაფრის მომცემი არაა. როგორც დავით რეხვიაშვილმა აღნიშნა, ის მაქსიმალურად ჩართულია პროცესებში, სამუშაოების სწრაფად დასრულების მიზნით.