"ქართულ ოცნებას არ უტყდება ასეთი ჩინოვნიკები?"

2019-07-12 16:52:12

"ქადჟი. ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები", - ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ონიანს პასუხობს.

"ქადჟი. ყველა ხელისუფლების პრობლემა არიან ასეთი სამარცხვინო ჩინოვნიკები და ყველა ხელისუფლებას ღუპავენ ასეთი ქადჟები... რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელობს ეს კაცი.. გრიგოლიას არ ვგულისხმობდიო,ჩაისვარა მერე,არადა, ინტერვიუს დროს წერდა, ,,ქართულ ოცნებას,, არ უტყდება ნეტა ასეთი ჩინოვნიკები?", - წერს ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, ლევან ონიანმა ფეისბუქ მეგობრის პოსტზე, რომელიც ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა, რომ: - “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“. რაზეც შემდეგში ონიანმა განაცხადა, რომ ის ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას არ გულისხმობდა და კომენტარში სხვა პიროვნებაზე ჰქონდა საუბარი. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ფაქტი მედიაში გაჟღერდა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ფეისბუქ გვერდი გააუქმაა.