შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

2019-07-11 14:37:13

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სესიებიდან მოიხსნა 3 აპლიკანტი, აქედან 2 დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის, 1 აპლიკანტი კი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო.

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. გამოცდიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აცხადებენ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI