შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა

2019-07-10 16:11:53

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე N23 სხდომა გაიმართა. 

განსახილველ საკითხებს შორის იყო ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, ასევე ქალაქ რუსთავის მინიციპალიტეტის საკუთერაბში არსებული უძრავი ქონების ს/ს "ლიბერთი ბანკისთვის" სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 

გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს ქალაქ რუსთავში არსებული კომუნალების ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, ქუჩა პირველი რუსთაველი მთამსვლელი ქალის მარო (მარიამ) ტყავაძის სახელობის იქნება. შარტავა-ლეონიძის ქუჩის კორპუსებს შორის დამაკავშირებელი უსახელო ქუჩის სახელი კი ტრაგიკულად დაღუპული, ახალგაზრდა პოეტის ოთარ გურგენიშვილის სახელობის იქნება. 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.  ინიციატივებს, როგორც კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. 

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI