10 ივლისს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-07-09 17:53:59

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივლისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

14:00-დან 14:20 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, მაჩაბლის, მელიქიშვილის, გონაშვილის, ახმეტელის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - რუსთავში აღმაშენებლის გამზირზე, მე-11 და მე-12 მიკრო-რაიონებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, უკანგორა, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 15:00 საათამდე - თეთრიწყაროს რაიონის სოფლებს წინწყარო, გოლთეთი, ქსოვრეთი, არნაუთი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებს. 13:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.