შემოდგომის სეზონური რგვების ფარგლებში ცენტრალურ პარკში, სკვერებში, შარტავასა და მეგობრობის გამზირზე ახალი ხის ნერგები დაირგვება. ააიპ „უზრუნველყოფის“ სამსახურის თანამშრომლების მიერ ორმოების დამუშავება უკვე მიმდინარებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ მისამართებზე, ოთხი ჯიშის ხეს- კიპარისს, კაკალს, შავ ფიჭვსა და კედარს დარგავს. სამუშაობის შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯტიდან 1400 ლარი გამოიყო. ნერგების დარგვა ერთ კვირაში დაიწყება.