ვის უძვირდება მართვის მოწმობის აღება

2019-07-08 13:15:59

ავტომობილის მართვის მოწმობის საფასური იცვლება.

ამის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტსი უკვე წარდგენილია. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ფასები გათანაბრდება.

პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული რომ, თეორიულ გამოცდაზე დაშვება 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება.

გამომდინარე იქიდან რომ პრაქტიკული გამოცდა ხდება ორეტაპიანი, თითოეული ეტაპის საფასური დამოუკიდებლად დადგინდება. კერძოდ, პირველი ეტაპი ანუ დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი; ხოლო მეორე ეტაპზე ანუ რეალურ მოძრაობაში (ქუჩაში) ერთჯერადად დაშვების ფასი - 90 ლარი იქნება.