"ჯეოსთილთან" საპროტესტო აქცია გაიმართა [photo]

2019-07-07 19:53:47

რუსთავში ქარხანა "ჯეოსთილთან" საპროტესტო აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდული ჯგუფის "გავიგუდეთ" წევრების ინიციატივით გუშინაც ჩატარდა აქცია-პერფორმანსი, რომელიც ეხებოდა რუსთავში ქარხნების მიერ დაბინძურებულ გარემოს ეხებოდა.

"ჯეოსთილი არის პირველი საწარმო, საიდანაც ჩვენი პროტესტი დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეს საწარმო 700 ნაბიჯში არის პირველი დასახლებული პუნქტიდან, ამიტომ ავირჩიეთ ეს, შემდეგი იქნება მეტალურგია ან აზოტი. ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ საწარმოებში დააყენონ ფილტრები, და საწარმოო ზოლი გამოასწორონ, ასევე მიიღონ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში და მიხედონ ქალაქს. მაგრამ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს ფილტრების დაყენებას. დანარჩენზე საუბარი ზედმეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი აქციები გაგრძელდება და არასდროს დასრულდება" - განაცხადა ახალგახრდული ჯგუფის "გავიგუდეთ" წარმომადგენელმა.

საპროტესტო აქციაში მონაილეობას სამოქალაქო აქტივისტები, "გავიგუდეთ" წევრები და რიგითი რუსთაველები იღებდნენ.