ავარია რუსთავში [photo]

2019-07-08 00:19:46

რუსთავში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს დაეჯახა.

თვითმხილვლების ინფორმაციით მძღოლს გზაზე ბავშვევმა გადაურბინეს.

ადგილზე მობილიზბული იყო, სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.