რუსთავში კარტინგების ტრეკი შენდება (ფოტო).

2017-03-19 20:36:31

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე ახალი, სარბოლო ტრეკი შენდება. არსებულ სარბოლო ტრეკს ძალიან მალე შეემატება ახალი სარბოლო ბილიკები სადაც კარტინგების, მოტოციკლების და "ოფრუადის" შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ამ მომენტისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. გაკეთდება მაყურებელთა ტრიბუნები, მოეწყობა ბილიკები, კვების და გასართობი მცირე ზომის ობიექტები. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, განსაკუთრებული აქცენტი კარტინგების ტიპის სარბოლო ტრეკზე გაკეთდება, სადაც მოყვარულებსაც შეეძლებათ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.