ხანძარი რუსთავში მე-14 მიკრორაიონში [photo]

2019-07-07 13:10:09

ხანძარი რუსთავში მე-14 მიკრორაიონში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე მუყაოს ყუთში ჩაწყობილ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.