ქურდობა რუსთავში

2019-07-07 12:11:34

რუსთავში, XVI მიკრორაიონში ტურისტული სააგენტო გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა სააგენტოს ოფისის შუშის კარი აგურით გატეხა, შიგნიშ შეაღწია და ლეპტოპი მოიპარა.

"ინფო რუსთავთან" სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს რომ - "დილით მოვედი სამსახურში და ვნახე რომ მინა იყო ჩამტვრეული, მოგვიანებით კი აღმოვაჩინე რომ ლეპტოპი არის მოპარული, ფაქტის შესახებ პოლიციას ვაცნობე".

მომხდარზე გამოძიება სსკ 175-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.