რუსთაველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ

2019-07-06 22:32:01

თბილისიდან რუსთავში, კონკრეტულად კი გლდანიდან მგზავრები ვერ ბრუნდებიან.

"ინფო რუსთავს" გლდანიდან მგზავრები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ უკვე 1 საათია მიკროავტობუსს ელოდებიან.

"ათობით ადამიანი დგას გაჩერებაზე, 1 საათია მიკროავტობუსს ველოდებით. ვრეკავთ ცხელ ხაზზე მაგრამ არავინ გვპასუხობს, იქნებ თქვენ მაინც გაავრცელოთ და ვინმემ მოგვაქციო ყურადღება", - განაცხადა ერთერთმა მგზავრმა.