განსხვავებული შუქნიშნები კოსტავას გამზირზე

2019-07-06 12:20:02

რუსთავში, კოსტავას გამზირზე განსხვავებული შუქნიშნები ფუნქციონირებს. [ვიდეო/video]

მძღოლი და ქვეითი ამჯერად უკვე შორიდანაც ამჩნევს რა ფერი ანთია შუქნიშანზე.

ორიგინალური შუქნიშნის იდეა ააიპ რუსთავსერვის ცენტრის ხელმძრვანელის გიორგი გოროზიას ეკუთვნის.

"გარდა იმისა რომ ვიზუალურად ლამაზია და ზოგადად კრეატიულია ვფიქრობთ რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად საგზაო წესების დაცვა. ქვეითს და მძღოლს უკვე თვალსაჩინოდ შეუძლია დაინახოს რა ფერი ანთია შუქნიშანზე შორი მანძილიდანაც კი. რუსთავის ქუჩებში მიმდინარე თვეებში კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს ნახავთ, ეს იქნება კრეატიული და ამავდროულად საჭირო სიახლე", - გიორგი გოროზია.

შუქნიშნების მსგავსი გაფორმება განხორციელდება მეგობრობის, შარტავას და აღმაშენებლის გამზირებზე.