რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საპატრულო პოლიციამ ბაიკერები დააჯარიმა. [ვიდეო/video]
დაჯარიმებას ბაიკერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათთვის გაუგებარი იყო ჯარიმის მიზეზი.
თავდაპირველად აღნიშნავდნენ რომ საჯარიმო სანქცია ხმაურის წესების დარღვევას მოჰყვა, თუმცა ბოლოს პატრულის თანამშრომელმა "ინფო რუსთავს" განუმარტა რომ ჯარიმის მიზეზი მანევრირების წესებიდ დარღვევა იყო.
4 მოტოციკლისტს 50 ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოეწერათ, მათ ასევე დააკლდათ 10 ქულა.
ბაიკერები ჯარიმების გასაჩივრებას აპირებენ.