სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები რუსთავში [photo]

2019-07-05 19:41:24

კულტურისა და დასვენების პარკის ამფითეატრში ღია კარის დღე გაიმართა.

ღია კარის დღე "სიქას", "GISV საქართველოსა" და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის, საზაფხულო ბანაკის -,,მეგობრობის ქალაქი“ ფარგლებში მოეწყო.

ბანაკში რუსთაველ ახლაგზარდებთან ერთად მსოფლიოს 4 სხვადასხვა ქვეყნიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან და ისრაელიდან, ჯამში 40 წარმომადგენელი იმყოფება.

ბანაკი 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ღია კარის დღის ფარგლებში კი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კულტურა და სასუსნავები გააცნეს.

"GISV საქართველოს" პრეზიდენტის, პავლე თვალიაშვილის თქმით, "მეგობრობის ქალაქის" მთავარი მიზანი მშვიდობის მშენებლობაა. მისივე ინფორმაციით, მონაწილე 5 ქვეყნის ახალგაზრდები პროექტის ფარგლებში ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას ლოკალრი თუ გლობალური კონფლიქტების შესახებ და ცდილობენ გამოსავალი ერთად იპოვონ. "მთლიანობაში, პროგრამის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ და როდესაც ისინი მოვლენ სახელმწიფოს მმართველობის სათავებში, სხვა ქვეყნებში ჰყავდეთ მეგობრები და მათ შორის ომი აღარ იყოს", - აცხადებს პავლე თვალიაშვილი.

ღია კარის დღეს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე.