მოქალაქის მოთხოვნით მანიშნებლები მოიხატა

2019-07-04 17:12:18

მეგობრობის გამზირზე ველობილიკის მანიშნებელები მოიხატა.

მანიშნებლების მოწყობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ველომოყვარულის, ქეთევან ბექაურის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

მისი თქმით, მძღოლები ავტომობილებს ისეთ ადგილებში აჩერებენ, სადაც აკრძალულია. ამით კი ველომოყვარულებს პრობლემები ექმნებათ.

ქეთევან ბექაურმა რუსთავის მერიას უკანონო პარკირების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა წარუდგინა, რის შედეგადაც
"რუსთავსერვის ცენტრმა" ველობილიკის მანიშნებლების მოხატვა და ბილიკზე ძველი მანიშნებლების განახლება განახორციელა.