ავარია მერიასთან გზაჯვარედინზე.

2017-03-19 15:39:48

რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძოდ, რუსთაველისა და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "მაზდას" და "ბე ემ ვეს" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შემთხვევა დაახლოებით 15 საათზე მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულ გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსთაველის ქუჩაზე უკვე 4 ავარია დაფიქსირდა.