პროგრამა "ახალგაზრდული შეხვედრა"

2019-07-04 12:06:52

რუსთავში 5 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ახალგაზრდული შეხვედრა „მეგობრობის ქალაქი“ მიმდინარეობს.

2019 წლის 1 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით რუსთავში „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ და „CISV საქართველო“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამას "ახალგაზრდული შეხვედრა", რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 5 ქვეყნის (საქართველო, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი და ავსტრია) 40 წარმომადგენელი.

CISV ბანაკის სახელწოდებაა „მეგობრობის ქალაქი“ და საგანამანათლებლო დატვირთვა აქვს სადაც დამოკიდებულობების, უნარების და ცოდნის ASK (Attitude, Skills, Knowledge) მოდელზე დაფუძნებული ოთხ-ეტაპიანი აქტივობები ტარდება (გაკეთება, გააზრება, განზოგადება, გამოყენება). ბავშვები და ახალგაზრდა ლიდერები ერთობლივად გეგმავენ, ატარებენ და ერთმანეთისგან სწავლობენ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის მთავარი ამოცანაც არის კონფლიქტების მოგვარება და/ან პრევენცია. CISV-ის წლევანდელი თემა "კონფლიქტების მოგვარებაა".

CISV დანარჩენი ძირითადი თემებია „ადამიანის უფლებები“, „მრავალფეროვნება“ და „მდგრადი განვითარება“.CISV საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც მშვიდობის მშენებლობას ემსახურება, საერთაშორისო მეგობრული კავშირების დამყარებით ბავშვობიდან. CISV როგორც ორგანიზაცია, ატარებს საერთაშორისო ბანაკებს 11 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული მთელი სიცოცხლის მანძილზე. CISV International - საერთაშორისო არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი საგანმანათლებლო ქსელია. მუშაობს 1951 წლიდან. CISV მუშაობს 69 ქვეყანაში 200 ფილიალის მეშვეობით. საქართველო CISV International-ის წევრია 2006 წლიდან.

რუსთავის პროექტის თანადამფინანსებელი CISV საქართველოსთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად არის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი, რომელმაც პროექტის 23% დააფინანსა. საჯარო სექტორიდან ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა პროგრამისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილე 5 ქვეყნის ახალგაზრდები, 5 ივლისს რუსთავის პარკის ღია თეატრის ტერიტორიაზე მოაწყობენ ღია კარის დღეს და წარმოდგენას, სადაც ბანაკის წევრები დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგენენ საკუთარი ქვეყნის კულტურას და სასუსნავებს.

ღია კარის დღე გაიმართება 2019 წლის 5 ივლისს 18:00 საათზე, დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599556234
მეტი ინფორმაცია cisv-ის შესახებ: www.cisv.org.ge
Facebook.com/cisv.ge

ინფორმაციას ‎"CISV საქართველო" ავრცელებს