"თანამედროვე კლასობანა" რუსთავში

2019-07-04 11:57:43

"თანამედროვე კლასობანა" რუსთავში, ბიბლიოთეკის წინ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით, ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში ქუჩა მოიხატა.

"რუსთავში იმართება ფიზიკური აქტივობის მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით. ეს გულისხმობს ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ლამაზი სტენსილების მოხატვის საშუალებით. რუსთავის მერიამ და ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ეს ადგილი. ამ აქტივობით ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უფრო მეტად გააქტიურდნენ ფიზიკურად. მოხატვაში რუსთავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. იმედი გვაქვს, რომ ეს ლამაზი, განახლებული და ფორმაშეცვლილი კლასობანა, რომლის დახატვასაც ბავშვები ეზოებში თავადვე ცდილობენ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს მათ, რომ ხანდახან მაინც მოწყდნენ კომპიუტერებსა თუ მობილურ ტელეფონებს და იყონ ფიზიკურად აქტიურები", - აცხადებს გიორგი მაღრაძე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენელი.

პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ქალაქი მოიხატება.