პოლიციამ 2 რუსთაველი მამაკაცი დააკავა

2019-07-03 23:56:25

რუსთავის პოლიციამ 2 პირი დააკავა.

41 და 37 წლის რუსთაველი მამაკაცები პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, მამაკაცები გამთენიისას "სოკარი"-ს ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთერთ დარაჯს და თანხა გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.