"ფეისბუქი" ხარვეზებით მუშაობს

2019-07-03 19:57:14

"ფეისბუქი" და "მესინჯერი" შეფერხებით მუშაობს.

"ნიუს ფიდში" გაზიარებული ფოტოები არ ჩანს, ასევე ხარვეზი აქვს მესინჯერს, სადაც ფოტოები და სხვა სახის ფაილები არ იგზავნება და არ იტვირთება.

შეფერხების მიუხედავად გაზიარებული პოსტები ჩანს და ასევე შესაძლებელია ლინკებზე გადასვლა.

არსებული ინფორმაციით შეფერხება გლობალურია და მთელ მსოფლიოში ფიქსირდება. ხარვეზი განსაკუთრებით თვალსაჩინოა აშშ-სა და ევროპაში, პრობლემა ფიქსირდება საქართველოშიც.

აღსანიშნავია რომ იდენტური ხარვეზები ფიქსირდება "ვოცაფსა" და "ინსტაგრამზე".

ამ დრომდე ფეისბუქის ადმინისტრაციას ხარვეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.