რუსთავში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა იყო.
"ჩვენი ინფორმაციით 20 ივნისის დარბევის ღამეს გიორგი გახარიამ, როგორც სხვა რეგიონებიდან, ისე რუსთავიდან გადმოიყვანა სამართალდამცველები, აქედან გამომდინარე სიმბოლურია პოლიციის შენობასთან შეკრება და აქედან მიმართვა გახარიასთვის, რომ ის აუცილებლად წავიდეს, რადგან არ შევარჩენთ ქართველი ხალხი იმ ქმედებას, რაც ჩაიდინა 20 ივნისს. იმის გამო დაგვასახიჩრა და დაგვწამლა ახალგაზრდები, რომ გავაპროტესტეთ რუსეთის დუმის დეპუტატის ყოფნა საქართველოში. ეს იყო მათი მხრიდან იმ ფაქტის გაფორმება, რომ არიან რუსეთთან გარიგებული ხელისუფლების წარმომადგენლები" - განაცხადა აქციის მონაწილე თაკო მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისიდან დღემდე ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამეტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენით დაიწყო.