მგზავრები 1 საათია მიკროავრობუსს ელოდებიან [video]

2019-07-03 10:34:27

რუსთავში, XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მგზავრები 1 საათია მიკროავრობუსს ელოდებიან. [ვიდეო/video]

ქაოსი და დაპირისპირება ინტერტრანსის მაღლივის მარშრუტზე. ერთმანეთს მძღოლები, მგზავრები, კომპანია ინტერტრანსის და რუსთავის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები უპირისპირდებიან.

ყვითელი ფერის მიკროავტობუსების არასაკმარისი რაოდენობის გამო გაჩერებაზე ქაოსია.

ადგილზე იმყოფებიან თეთრი ფერის მიკროავტობუსის მძღოლები, თუმცა მათ მგზავრების გადაყვანის უფლებას მერიის შესაბამისი სამსახური არ აძლევს და თუ მსგავსი პრეცენდენტი დაფიქსირდა 100 ლარით აჯარიმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მერიამ ინტერტრანსის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მიიღო. კომპანიაში აცხადებენ რომ მგზავრების თბილისში გადაყვანის ექსკლუზიური უფლება M2 კატეგორიაზე მგოლოდ მათ აქვთ.

თეთრი ფერის მიკროავტობუსის მძღოლები ინტერტრანსთან მოლაპარაკებას ითხოვენ და აცხადებენ რომ მზად არიან ყვითელი ფერის მიკროავტობუსებით მოემსახურონ მგზავრებს.

არსებული ინფორმაციით კომპანია ინტერტრანსი მგზავრებს მაღლივის მარშრუტზე ნაცვლად 25 ერთეულისა მხოლოდ 12 ერთეული მიკროავტობუსით ემსახურება, რაც ინტერვალს ზრდის და მგზავრების უკმაყოფილებას იწვევ.